ვორქშოფი-"სამყარო შენ გარშემო" 2026
ვორქშოფი-"სამყარო შენ გარშემო"
ქ. თბილისის №10 საჯარო სკოლის III (1) კლასი -"მზიანეთი"-ს მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებით გარემოში, საგანმანათლებლო ვორქშოფში მიიღეს მონაწილეობა 🎨🖍️
მადლობა, კლასის ხელმძღვანელს, (გამუდმებით ზრუნავს მოსწავლეების ცოდნიის ამაღლებაზე და მათ პიროვნულ განვითარებაზე) პედაგოგს — ქ-ნ მზია ლომიძეს 🌸 ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ქ-ნ ირმა მებონიას მხარდაჭერისთვის. საუკეთესო მშობლებს და საოცარ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ვორქშოფის ყველა ეტაპზე, (კითხვა, ხატვა, მოსწავლეებს ყველა საჭირო მასალა დახვდათ ადგილზე, ფანქრები, წებო და ა.შ) მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის სივრცე.
ხანდახან კითხვა საკმარისი არ არის…
ხანდახან ბავშვს უნდა, თავად გახდეს ამბის ნაწილი 
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა წიგნი — „სამყარო შენ გარშემო“ 
წიგნის ავტორი თეა ირემაშვილი და სოფი მაჭავარიანი
„სამყარო შენ გარშემო“ — წიგნი, რომელიც თითოეული ბავშვის საიმედო მეგზური გახდება 















Comments
Post a Comment