სოფი მაჭავარიანი მონოლოგი- მადლიერება
"მადლიერება" ხანდახან როდესაც ვიცინი, ტირილი მახსენდება... ხანდახან, როცა მაძღარი ვდგები სუფრიდან, მახსენდება, რომ ვიღაც დღესაც მშიერია... ხანდახან, როცა ჯიბეში ფული მიდევს, მახსენდება, რომ ვიღაცას ერთი თეთრიც კი არ აქვს... ხანდახან, როცა სამსახურში მივდივარ, ვფიქრობ მათზე, ვისაც მუშაობა სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევა... არ შეუძლია.... ხანდახან, როცა მშობლებზე ვფიქრობ , ობოლის გაბზარული ხმა მახსენდება... ხანდახან, როცა ადამიანების გარემოცვაში ვარ, მახსენდება ის, ვინც მარტოა... ხანდახან, როცა ჩემს შვილზე ვფიქრობ, მახსენდება ისინი, ვისაც შვილის ჩახუტების ბედნიერება ვერ განიცადა... ან ჯერ განიცა და მერე გაუფრინდა... და როცა საქართველოზე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რა ბედნიერებაა, იყო ქართველი, გიყვარდეს შენი მიწა, ენა და სამშობლო და ადამიანი... ალბად, ბედნიერება მხოლოდ იმაში არ არის, რაც გვაქვს. ბედნიერება იმაშიცაა, რომ ვხედავთ და ვაფასებთ იმას, რაც მოგვეცა. მადლიერება განსაკუთრებული ნიჭია — ყველას არ შეუძლია მისი შეგრძნება. მადლიერი გული კი ყველაზე ბედნიერი ...