წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქ. თბილისის მე 10 საჯარო სკოლა 2026

 

2026 წლის 07 თებერვალს თბილისში,  აკაკი ბაქრაძის სახელობის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად

თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებს  მწერალი თეა ირემაშვილი და სოფი მაჭავარიანი შეხვდნენ.

კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი ია შველიძე.

შეხვედრისას მოსწავლეებმა მწერლებთან ერთად წაიკითხეს საბავშვო მოთხრობა: „სამყაროს მცველი ფერიები“ ( ავტორი თეა ირემაშვილი) და  ზღაპარი „ბება და ციცინათელების ქალაქი„ (ავტორი სოფი მაჭავარიანი)

სამყაროს მცველი ფერიებიმოგვითხრობს და-ძმის ჯადოსნურ მოგზაურობაზე ფერიებთან და ციურ სხეულებთან ერთად, სადაც მსჯელობენ დედამიწის გადარჩენის გზებზე. ბავშვებმა, მოთხრობის მთავარი გმირებისგან ისწავლეს, რომ დედამიწას და მის ბინადრებს უნდა გაუფრთხილდნენ, ტყეში ხანძარი არ უნდა გააჩინონ, არ უნდა დაანაგვიანონ და ფრინველებს და ცხოველებს მოუარონ. ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით, შექმნან გარემო სადაც ყველა მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებს.

 „ბება და ციცინათელების ქალაქიარის თბილი ზღაპარი სიკეთეზე, შრომაზე და პატარა სასწაულებზე, რომლებიც მაშინ ხდება, როცა გულით ვსწავლობთ პასუხისმგებლობას. რაც ჩვენთვის გამოუსადეგერია სხვისთვის შესაძლოა აუცილებელი და საჭირო  გახდეს!

ეს ისტორია დაწერილია ბავშვებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ კეთილ გულს შეუძლია სამყარო გაანათოსისე, როგორც ციცინათელები ანათებენ ღამეს“.

ღონისძიება სახალისო ვიქტორინით დასრულდა.



პროექტის ავტორი „MindLit Hub“ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის ქ. თბილისის აკაკი ბაქრაძის სახელობის ბიბლიოთეკას-ხელმძღვანელს ი.გაბუნიას, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს,  მწერალ  თეა ირემაშვილის, რომელმაც პატარების დიდი სიყვარული დაიმსახურა, სოფი მაჭავარიანს, პედაგოგ ია შველიძეს, მოსწავლეებზე ზრუნვისთვის და მათი მოტივაციისთვის, თავად, ნიჭიერ მოსწავლეებს და მათ მშობლებს  დათმობილი დროისთვის და პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.







































Comments

Popular posts from this blog

შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა

მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART