Posts

სოფი მაჭავარიანი მონოლოგი- მადლიერება

Image
  "მადლიერება" ხანდახან როდესაც ვიცინი, ტირილი მახსენდება... ხანდახან, როცა მაძღარი ვდგები სუფრიდან, მახსენდება, რომ ვიღაც დღესაც მშიერია... ხანდახან, როცა ჯიბეში ფული მიდევს, მახსენდება, რომ ვიღაცას ერთი თეთრიც კი არ აქვს... ხანდახან, როცა სამსახურში მივდივარ, ვფიქრობ მათზე, ვისაც მუშაობა სურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევა... არ შეუძლია.... ხანდახან, როცა მშობლებზე ვფიქრობ , ობოლის გაბზარული ხმა მახსენდება... ხანდახან, როცა ადამიანების გარემოცვაში ვარ, მახსენდება ის, ვინც მარტოა... ხანდახან, როცა ჩემს შვილზე ვფიქრობ, მახსენდება ისინი, ვისაც შვილის ჩახუტების ბედნიერება ვერ განიცადა... ან ჯერ განიცა და მერე გაუფრინდა... და როცა საქართველოზე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვაცნობიერებ, რა ბედნიერებაა, იყო ქართველი, გიყვარდეს შენი მიწა, ენა და სამშობლო და ადამიანი... ალბად, ბედნიერება მხოლოდ იმაში არ არის, რაც გვაქვს. ბედნიერება იმაშიცაა, რომ ვხედავთ და ვაფასებთ იმას, რაც მოგვეცა. მადლიერება განსაკუთრებული ნიჭია — ყველას არ შეუძლია მისი შეგრძნება. მადლიერი გული კი ყველაზე ბედნიერი ...

სოფი მაჭავარიანი ლექსი "ადამიანები"

Image
  ადამიანები ისე იღლებიან, ისე იშლებიან, როგორც არაფერი.... ისე ვლინდებიან, ისე ფხიზლდებიან, ისე ფრინდებიან-როგორც არაფერი! ადამიანები ისე "გიჟდებიან", ისე მცირდებიან როგორც არაფერი! მერე გიყვებიან ან არ გიყვებიან, ისე იქცევიან - ვითომ არაფერი! ისე შიშვლდებიან, ისე იცვლებიან, ვერც კი შეედრები, ვერც კი დაეწევი, ვერც კი დაუმტკიცებ, რომ ეს ფიქრებია, ჩემი ქვეყანა რომ, "შენსას" მირჩევნია! ჩემი ანანური, ჩემი წინაპრები, ჩემი სოფლის მთებზე ნისლად იშლებიან, ალბად გვიცქერიან , ღამე გვიმღერიან, გზადაც სანთელად თითქოს თავად ენთებიან... ადამიანები ისე იღლებიან, ადამიანები ისე ტირდებიან, მერე მშვიდდებიან, ვითომც-არაფერი... ღმერთო, დაიფარე შენი საქრთველო, ჩემი საქრთველო, ჩემი-ყველაფერი! ავტორი-ს.მაჭავარიანი 20206

მერი მასწავლებელი (მოთხრობა) ავტ-სოფი მაჭავარიანი

Image
  . ორშაბათი. შემოდგომისფერი დილა იყო . ქარი ხეებს ეცეკვებოდა და აცლიდა გამხმარ , გაყვითლებულ ფოთლებს . ელენე სკოლის გზას მიუყვებოდა . ხანდახან დასვრილ ფეხსაცმელს დაჰყურებდა — უნდოდა გაეწმინდა , მაგრამ ამის დრო აღარ ჰქონდა . ხელში ძველ ჩანთას მძლივს იჭერდა ; აი , ის კი სუფთა იყო . ყოველ ნაბიჯთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა შიში , რომ დააგვიანდებოდა . ზარი უკვე გაისმა . ელენე კარის წინ შეჩერდა , ამოისუნთქა და ფრთხილად შეაღო . კლასში მყოფმა მოსწავლეებმა ერთიანად მიაპყრეს   მზერა . ტალახიანი ფეხსაცმელი , დასვრილი ჯინსი და არეულად შეკრული თმა ყველას თვალში მოხვდა . რამდენიმე ბავშვმა ჩუმად , მაგრამ გასაგონად ჩაიხითხითა . — ტანსაცმელი ყოველდღე უნდა გამოვიცვალოთ , — გაისმა უკანა მერხიდან . — ნახე , რა ლაქები აქვს … ალბათ დედა არ ურეცხავს , — დაამატა სხვამ .   ელენეს თვალები ცრემლით აევსო . თავი დაბლა დახარა , რომ არავის დაენახა მისი შეშუპებული სახე . თითქოს საუკუნე დასჭირდა ბოლ...