Posts

Showing posts from November, 2025

შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა

Image
 27 ნოემბერი 2025წ ქ.თბილისის აკაკი ბაქრაძის სახელობის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში, მწერალ, ხელოვან სოფი მაჭავარიანის პროექტის ფარგლებში "ჩვენ და ხელოვნება" შეხვედრა გაიმართა.  პროექტის მიზანია, მოსწავლეების მიერ წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ფერწერაში გადმოტანა და მათი არტ-თერაპიის სახით წარმოდგენა.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის 71-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მათივე პედაგოგის, დამრიგებლის მადონა მეტრეველის ხელმძღვანელობით . ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოსწავლეების მშობლები.  პატარა ვიზიტორებისთვის სოფიმ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა "მტრედი" შეარჩია, რომელიც ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს იკავებს.  თითოეული მოსწავლე სრულად იყო ჩართული ღონისძიებაში, რაც თითქმის ორ საათს გაგრძელდა. პედაგოგების ხელმძღბანელობით ნიჭიერმა მოსწავლეებმა წაიკითხეს, იმსჯელეს, შემდეგ წაკითხული კი ფურცელზე გადმოიტანეს და შექმნეს საოცარი ნამუშევრები. ღონისძიების დასასრულს ხელოვანმა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ირმა მებონიას მადლობა გადაუხადა პროექტის მხ...

ვინ არი 5 წლის ემილია, რომლისგანაც რეჟისორები დიდ სამსახიობო ისტორიას მოელიან

Image
  14 ნოემბერი, 17:00 სთ,  თბილისი, კინოს სახლი კინოს სახლის  დარბაზში გაიმართა ნიკოლა ბაღაშვილის ორი ფილმის ჩვენება " დედის გული" და "მახსენდება ის დრო"- რომელშიც მონაწილეობდა ემილია ლომთაძე.  დამსწრე მსახიობები და რეჟისორები 5 წლის ემილიას გამოარჩევენ განსაკუთრებული არტისტული, სამსახიობო ნიჭით, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.  თქვენ გაგზავნეთ

ბავშვი და ფენილკეტონურია – დაავადება თუ ცხოვრების წესი?

Image
  კატეგორია :  გენეტიკური დაავადებები ფენილკეტონურია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებაა , დღეს საქართველოში ფენილკეტონურიის დიაგნოზით   200-ზე მეტი პაციენტი ცხოვრობს. საქართველოში  2003 წლიდან მოქმედებს ფენილკეტონურიის სახელმწიფო პროგრამა -  ახალშობილებს სამშობიაროშივე უღებენ სისხლს დიაგნოსტიკისა და სკრინინგისთვის და თუ პასუხი დადებითია, ისინი ავტომატურად აჰყავთ აღრიცხვაზე, რათა მათთვის განკუთვნილი სერვისები მიიღონ, იქნება ეს საკვები დანამატები თუ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურება. ფენილკეტონურია  —  ამინომჟავა  ფენილალანინის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი. დაავადება პირველად წარმოშობით  ნორვეგიელმა  ექიმმა, ფენინგმა  აღწერა  1934  წელს. მისი გადაცემა ხდება აუტოსომურ-რეცესიული გზით. რამდენად ხშირია ფენილკეტონურია და რა ახასიათებს მას ფენილკეტონურია   ფენილკეტონურია იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადე...

რა არის ADHD ?! რჩევები-ფსიქოლოგია

Image
  რა არის ADHD ?!  ADHD დიაგნოზი, რომელიც ყველაზე მეტად გვხვდება ყოველდღიურობაში და ყველაზე ცოტას ვსაბრობთ მასსზე. ეს არის დიაგნოზი, რომელსაც მშობელმა შეიძლება არც კი მიაქციოს ყურადღება.  ეს არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც უმეტესწილად ვლინდება 3 წლის ასაკიდან. ADHD - არის ნეოროგანვითარებითი დარღვევა, რომელიც ხელს უშლის მოზარდის განვითარებას, როგორც თავის მოვლის ასევე სოციალურ-ემოციულ და აკადემიურ სფეროში. არღვევს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.  მისი დადგენა სამი ძირითადი სიმპტომის გამოვლინებით ხდება, ესენია: 1) ყურადღები კონცენტრაციის დეფიციტი ( უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა) 2) იმპულსურობა ( ქცევის მართვის სირთულე) 3) ჰიპერაქტივობა ( მოტორული მოუსვენრობა და ჭარბი, ზედმეტი მოძრაობა) შესაძლოა მოზარდს სამივე სომპტომი, ან სულაც ჩამოთვლილთაგან მხოლოთ ერთ-ერთი  ჰქონდეს. სინდრომი თავისთავად იყოფა სუსტ, საშუალო და მძიმე საფეხურებათ, ხოლო სამივე მათგანი იშლება კიდევ სხვადასხვა ნაწილებად. მაგ: ადვილად გადართვადია ერთი თემიდან მეორეზე, მარტივი და...

ქართველები სამშობლოს გარეთ

Image
  29 ოქტომბერს, 2025 წელს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში მოაწყეს დაუვიწყარი შეხვედრა სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტებთან. წარდგენილი იქნა მზია კანდელაკის და ანა ყურშავიშვილის მიერ გამოცემული წიგნი ''ქართველები სამშობლოს გარეთ. '' წიგნის წარდგენა შედგა ჟურნალისტის, გაზეთ ‘’ელადას’’ დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, ქალბატონ ანა ყურშავიშვილის ორგანიზებით.