მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART
2026 წლის 28 მარტს, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცე „ოპიზარში“ გაიმართა ახალგაზრდა, უნიჭიერესი — მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა.
მარიამი მხოლოდ 14 წლისაა. იგი დაიბადა 2012 წლის 9 თებერვალს და ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა იმ დღიდანვე, როცა პირველად შეძლო ფანქრის ხელში დაჭერა. მისი ბუნებრივი ნიჭი და შეუჩერებელი სურვილი შემოქმედებისადმი წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა. სამხატვრო სტუდიაში სიარული მარიამმა 11 წლის ასაკში დაიწყო, სადაც მისი შესაძლებლობები პროფესიონალურად განვითარდა.
მარიამი თბილისის №71 საჯარო სკოლის წარმატებული, ნიჭიერი და გამორჩეულად კრეატიული მოსწავლეა, რომელიც უკვე დღესვე გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვითა და ფერთა განსაკუთრებული შეგრძნებით.
მისი პედაგოგია ქალბატონი ჯინა სამურგანიდი-ბერიაშვილი, რომლის ხელმძღვანელობით მარიამმა არაერთ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიაღწია. ახალგაზრდა მხატვარს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში გამართულ ექსპოზიციებში. თუმცა, ეს გამოფენა მისთვის პირველი პერსონალური წარდგენა იყო ფართო აუდიტორიის წინაშე.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია. მარიამის ფერთა გამა, ემოციური სიღრმე და ინდივიდუალური სტილი არავის ტოვებდა გულგრილს. დამსწრე მხატვრებმა და ხელოვნების მოყვარულებმა მას დიდი წარმატება უწინასწარმეტყველეს და მომავალში კიდევ უფრო დიდ შემოქმედებით გამარჯვებებს უსურვეს.
პედაგოგი: ჯინა სამურგანიდი-ბერიაშვილი
პროექტის ავტორი და ორგანიზატორი: სოფი მაჭავარიანი


.jpg)
.jpg)

.jpg)








Comments
Post a Comment