წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქ. თბილისის მე 10 საჯარო სკოლა 2026
2026 წლის 07 თებერვალს თბილისში , აკაკი ბაქრაძის სახელობის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის მე -10 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებს მწერალი თეა ირემაშვილი და სოფი მაჭავარიანი შეხვდნენ . კლასის ხელმძღვანელი პედაგოგი ია შველიძე. შეხვედრისას მოსწავლეებმა მწერლებთან ერთად წაიკითხეს საბავშვო მოთხრობა : „ სამყაროს მცველი ფერიები “ ( ავტორი თეა ირემაშვილი) და ზღაპარი „ბება და ციცინათელების ქალაქი„ (ავტორი სოფი მაჭავარიანი) „ სამყაროს მცველი ფერიები “ მოგვითხრობს და - ძმის ჯადოსნურ მოგზაურობაზე ფერიებთან და ციურ სხეულებთან ერთად , სადაც მსჯელობენ დედამიწის გადარჩენის გზებზე . ბავშვებმა , მოთხრობის მთავარი გმირებისგან ისწავლეს , რომ დედამიწას და მის ბინადრებს უნდა გაუფრთხილდნენ , ტყეში ხანძარი არ უნდა გააჩინონ , არ უნდა დაანაგვიანონ და ფრინველებს და ცხოველებს მოუარონ . ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით , შექმნან გარემო სადაც ყველ...