Posts

Showing posts from March, 2026

მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART

Image
  მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 2026 წლის 28 მარტს, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცე „ოპიზარში“ გაიმართა ახალგაზრდა, უნიჭიერესი — მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა. მარიამი მხოლოდ 14 წლისაა. იგი დაიბადა 2012 წლის 9 თებერვალს და ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა იმ დღიდანვე, როცა პირველად შეძლო ფანქრის ხელში დაჭერა. მისი ბუნებრივი ნიჭი და შეუჩერებელი სურვილი შემოქმედებისადმი წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა. სამხატვრო სტუდიაში სიარული მარიამმა 11 წლის ასაკში დაიწყო, სადაც მისი შესაძლებლობები პროფესიონალურად განვითარდა. მარიამი თბილისის №71 საჯარო სკოლის წარმატებული, ნიჭიერი და გამორჩეულად კრეატიული მოსწავლეა, რომელიც უკვე დღესვე გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვითა და ფერთა განსაკუთრებული შეგრძნებით. მისი პედაგოგია ქალბატონი ჯინა სამურგანიდი-ბერიაშვილი, რომლის ხელმძღვანელობით მარიამმა არაერთ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიაღწია. ახალგაზრდა მხატვარს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის ელენე ახვლედიანის სახელობის გალ...

ASA - After School Academy გამოფენა "გაზაფხული და ფერადი სამყარო" 28.03. 2026

Image
  28 მარტს საქართველოს მხატვართა კავშირი-ის საგამოფენო სივრცეში „ოპიზარი“ გაიმართა ნორჩი მხატვრების გამოფენა"გაზაფხულის ფერადი სამყარო". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნახატები, სადაც მონაწილეობდნენ ASA-After school academy მოსწავლეებიც. პატარა ხელოვანებმა თავიანთი ფერადი სამყაროს, ემოციებისა და წარმოსახვის გადმოცემა შეძლეს. თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა ბავშვური სისუფთავე, სითბო და შემოქმედებითი თავისუფლება. პედაგოგი და პროექტის ავტორი სოფი მაჭავარიანი