ASA-After School Academy სოფი მაჭავარიანი წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე

4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალი სოფი მაჭავარიანი ესტუმრა ASA – After School Academy-ს.

შეხვედრის ფარგლებში ავტორმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საკუთარი ზღაპარი — „ბება და ციცინათელების ქალაქი“ წაუკითხა.

„ბება და ციცინათელების ქალაქი“ არის თბილი და შინაარსობრივად დატვირთული ზღაპარი, რომელიც ბავშვებს აცნობს სიკეთის, შრომის და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. ნაწარმოებში განსაკუთრებით არის გამოკვეთილი იდეა, რომ ის, რაც ერთი ადამიანისთვის გამოუსადეგრად შეიძლება ჩაითვალოს, სხვებისთვის ხშირად აუცილებელი და ფასეული ხდება.

ზღაპარი განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ კეთილ გულს შეუძლია სამყარო გაანათოს — ისევე, როგორც ციცინათელები ანათებენ ღამეს.

შეხვედრის დროს ავტორმა ნიჭიერ მოსწავლეებთან ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე, კითხვის კულტურასა და ლიტერატურის როლზე ბავშვის პიროვნულ განვითარებაში.

ღონისძიება სახალისო ვიქტორინით დასრულდა. შეხვედრის ბოლოს ASA – After School Academy-ის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ჯილდამ, ნიჭიერ მოსწავლეებს გადასცა წამახალისებელი და სიმბოლური საჩუქრები.



















Comments

Popular posts from this blog

შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა

მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქ. თბილისის მე 10 საჯარო სკოლა 2026