ქ. ტყიბულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში სოფი მაჭავარიანი

საგანმანათლებლო ცენტრის "სამო"-ს დამფუძვნებელი, სოფი მაჭავარიანი ქალაქ ტყიბულის N3 ბაგა-ბაღს ესტუმრა. 

პატარა აღსაზრდელებს ხელოვანმა ჯგუფის პედაგოგებთან ერთან შემეცნებითი,  მხიარული აქტივობა შესთავაზა, რომელიც "ყოჩაღების" ცეკვითა და სიმღერით დასრულდა.

პოეტმა ბაღის ბიბლიოთეკას სამახსოვროდ საკუთარი, რიგით მეოთხე პოეტური კრებული გადასცა. გამოთქვა მზაობა მომავალში მსგავსი პოზიტიური და შემეცნებითი შეხვედრებისა:

-"ძალიან მიყვარს ქალაქი ტყიბული, მზად ვარ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და დიდი სიყვარული გადავცე მომავალ თაობას და ყოველთვის გავაკეთო ის, რაც მომავალში მათთვის დიდი სტიმულის და დიდი თავგადასავლების მიზეზი გახდება !"

ამბობს სოფი და წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ; 

🇬🇪🏡 მართლაც, რომ " ყოჩაღები" !
სტუმრად ტყიბულის N3 ბაგა- ბაღში
🇬🇪დიდი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის და მხიარული, შემეცნებითი დღისთვის ♥️🙏 საუკეთესო ბაღი, საუკეთესო ადმინისტრაცია, საუკეთესო პედაგოგები და უნიჭიერესი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა! საუკეთესო მშობლები ♥️ მიხარია, რომ დავმეგობრდით, წინ კიდევ დიდი მომავალი გვაქვს... ♥️🇬🇪🙏 ბედნიერი და მხიარული ზაფხული ყველას ♥️🇬🇪🍀"























Comments

Popular posts from this blog

შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა

მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქ. თბილისის მე 10 საჯარო სკოლა 2026