სოფი მაჭავარიანი სტუმრად ქ. ტყიბულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში

საგანმანათლებლო ცენტრი "სამო"-ს დამფუძვნებელი სოფი მაჭავარიანი ქ. ტყიბულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში სტუმრის სტატუსით იმყოფებეოდა.  ხელოვანი  პატარა აღსაზრდელების წინაშე, პედაგოგებთან ერთად სენსო- მოტორიკული  აქტივობით წარსდგა.

-"15 წლის წინ საბერძნეთში, ათენში ვახტანგ VI-ს სახელობის სკოლაში ჩავატარე პირველი გაკვეთილი... დღეს კი განათლების სფერო ჩემი ყოველდღიურობაა! არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც პატარების გაბრწინებულ თვალებს ხედავ, როდესაც რაღაცას ასწავლი, უზიარებ და ისინიც დიდი ინტერესით, სიყვარულით იღებენ შენგან"... 

ამბობს სოფი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ხელოვანმა, პოეტმა ბაღის ბიბლიოთეკას სამსახსოვროდ საკუთარი წიგნი გადასცა და ნაყოფიერი სააღმზრდელო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა.  გამოითქვა მზაობა  მომავალში თანამშრომლობისა. 

"ტყიბულის პირველი საბავშვო ბაგა-ბაღი 🇬🇪დიდი მადლობა თქვენ, გულთბილი მასპინძლობისთვის და დაუვიწყარი , ზღა ემოციისათვის, რომელიც გამომატანეთ.... მადლობა და ბედნიერი ზაფხული ♥️🙏 საუკეთესო ბაღი, საუკეთესო ადმინისტრაცია, საუკეთესო პედაგოგები და უნიჭიერესი ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა! ♥️ მიხარია, რომ დავმეგობრდით, წინ კიდევ დიდი მომავალი გვაქვს... ♥️
🇬🇪
🙏"

წერს საკუთარ სოციალურ ქსელში.

















Comments

Popular posts from this blog

შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა

მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქ. თბილისის მე 10 საჯარო სკოლა 2026