შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა
27 ნოემბერი 2025წ ქ.თბილისის აკაკი ბაქრაძის სახელობის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში, მწერალ, ხელოვან სოფი მაჭავარიანის პროექტის ფარგლებში "ჩვენ და ხელოვნება" შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია, მოსწავლეების მიერ წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ფერწერაში გადმოტანა და მათი არტ-თერაპიის სახით წარმოდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის 71-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მათივე პედაგოგის, დამრიგებლის მადონა მეტრეველის ხელმძღვანელობით . ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოსწავლეების მშობლები. პატარა ვიზიტორებისთვის სოფიმ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა "მტრედი" შეარჩია, რომელიც ბიბლიოთეკის თაროზე საპატიო ადგილს იკავებს. თითოეული მოსწავლე სრულად იყო ჩართული ღონისძიებაში, რაც თითქმის ორ საათს გაგრძელდა. პედაგოგების ხელმძღბანელობით ნიჭიერმა მოსწავლეებმა წაიკითხეს, იმსჯელეს, შემდეგ წაკითხული კი ფურცელზე გადმოიტანეს და შექმნეს საოცარი ნამუშევრები. ღონისძიების დასასრულს ხელოვანმა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ირმა მებონიას მადლობა გადაუხადა პროექტის მხ...




Comments
Post a Comment