სოფი მაჭავარიანი Sofi Machavariani new book გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი პრეზენტაცია წიგნი
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში სოფი მაჭავარიანის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი"
ლიტერატურული კლუბის ფარგლებში, დღეს "საოფისე საქმის" პროფესიული პროგრამის სტუდენტის სოფი მაჭავარიანის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. "ყველაფერი შენით იწყება" ავტორის რიგით მე-4 წიგნია.
პრეზენტაცია ქართული ენის მასწავლებლის - ნინო სირაძის ინიციატივით დაიგეგმა, რომელმაც რამდენიმე ლექსი თავად წაუკითხა მსმენელებს.
სიყვარული, პატრიოტიზმი, ცრემლი თუ ბედნიერება - ყველა ეს ემოცია გააღვიძა ავტორმა დამსწრე საზოგადოებაში.
ახალგაზრდა პოეტმა ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და მიღწევებზე. ასევე, გულახდილად უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
პრეზენტაციის დასასრულს, ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნები დაურიგდა სტუმრებს. ერთი ეგზემპლარი კი საჩუქრად გადაეცა კოლეჯის ბიბლიოთეკას"
წყარო









Comments
Post a Comment