შემეცნებითი ღონისძიება "მოყევი ამბავი ნახატით"


თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები - მხარდაჭერით აკაკი ბაქრაძის მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაში ქ-ნი ირმა მებონიას ხელშეწყობით და საგანმანათლებლო სასწავლო მოსამზადებელი " სამო" ცენტრის დამფუძვნებელის და გენერალური დირექტორის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის სოფი მაჭავარიანის ინიციატივით 115 საჯარო სკოლის, დაწყებითი მე- II და მე-III კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიება.

📚თემა; ვაჟა-ფშაველას "ხმელი წიფელი"
📚 წაკითხულის შინაარსის გადმოცემა ნახატის საშუალებით, მოთხრობის შინაარსზე სახალისო ვიქტორინა.
📚 აღნიშნულ ღონისძიებას 15 მოსწავლე ესწრებოდა.


23.05.2024 წელი





























 
1.ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული.

2.ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას.ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია.

3.ამზადებს ბავშვს მომავლისთვის:  შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის. შემოქმედებითობა არის ხანგრძლივი უნარი და შეიძლება გამოვიყენოთ ყოველღიურ სიტუაციებში;

4.ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები.

5.ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან.

6.ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’  

7.ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას.

8.ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება; 

9.სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს დაწყებული საქმე, ბოლომდე დაასრულოს ნამუშევარი. ბავშვი სწავლობს განწყობის შემუშავებას. მნიშვენელოვანია განიცადოს სიხარული და თვითკმაყოფილება ხატვის პროცესში. 

10.მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ცხოველებს, მცენარეებს, გარემოს, უვითარდება ფანტაზია, ცნობიერება, ემოციები, ესთეტიური აღქმა, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა; ( წყარო https://www.izrune.ge/?id=1137)


Comments

Popular posts from this blog

შემოქმედებითი შეხვედრა სოფი მაჭავარიანი 71-ე საჯარო სკოლა

მარიამ ფიცხელაურის პერსონალური გამოფენა 28.03.2026.Tbilisi/ART

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქ. თბილისის მე 10 საჯარო სკოლა 2026